logo_geo
eng_logo
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ და ჯარიმები ჩამოეწერებათ
- +

31 მაისი. 2019. 12:53

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტის ინიციატივით, მაღაროელებს, რომლებსაც ჭიათურაში გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის დაგვიანებული ხელფასის გამო საბანკო სანქციები და ჯარიმები დაეკისრათ, ჩამოეწერებათ.

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შეთანხმებას „თიბისი ბანკთან“ უკვე მიაღწია. ამ დროისთვის მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner