logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან
- +

30 მაისი. 2016. 18:07


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება საქართველოს ინტერესების შეულახავად მოხერხდეს.

 

„დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივსცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს, პირიქით, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან - თურქეთთან, აზებაირჯანთან, სომხეთთან; საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ ირანთან; საქართველო აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე აბრეშუმის გზის პროექტში. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოკვეთება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია,  იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner