logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საპენსიო რეფორმაზე კითხვების ავტორებს 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ გამბედაობა და...
- +

31 მაისი. 2019. 14:01

„ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსოფლიოს არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე“,-  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

„ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ, აქსიომებზე დავას აზრი არ აქვს. ამაზე ტყუილად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული პენსიით“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, კითხვების ავტორებს 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, გამბედაობა და დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები.

 

„ამავე დროს, ვერ იქნებოდა პოპულისტური განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ. ვიღაცები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, მთელი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა, ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მინდა, ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მამუკა ბახტაძეს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა პრემიერ-მინისტრს, სწორედ საპენსიო რეფორმას ეხებოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner