logo_geo
eng_logo
დავით კირკიტაძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა
- +

31 მაისი. 2019. 14:05

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა“, ამის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოდან „პირველი არხის“ ჟურნალისტი იუწყება.

 

როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს.

 

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

 

დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner