logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: უმჯობესდება ჩვენი სავაჭრო სალდო, რაც ცალსახად მისასალმებელია
- +

31 მაისი. 2019. 14:12

 

აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდას 5,1 პროცენტით, ეკონომიკის ექსპერტები ეხმაურებიან.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, მშპ-ს ზრდა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, ვინაიდან ეს ზრდა მეტწილად განპირობებულია ისეთი ფაქტორების გაუმჯობესებით, რაც მოქალაქეების ცხოვრების დონეზე დადებით გავლენას ახდენს.

 

მაგალითად, იგი ასახელებს დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის12.2 პროცენტით, საქონლის ექსპორტის ზრდა 17,9%-ით და იმპორტის შემცირება 3,1 პროცენტით:

„ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება, რამაც რეალურად უნდა განაპირობოს განვითარება, ნელ-ნელა ძალებს იკრებს. ხოლო იმპორტი, რომელიც ჭარბობს საერთო მოხმარებაში, ნელ-ნელა თმობს პოზიციებს. უმჯობესდება ჩვენი სავაჭრო სალდო, რაც ცალსახად მისასალმებელია. ქვეყანა, რომელიც წარმოების სექტორების განვითარებაზე არ არის ორიენტირებული, იოლად მოწყვლადია, საგარეო შოკებზეა დამოკიდებული და ნაკლებად მდგრადია. ჩვენი ეკონომიკა კი, მიუხედავად რეგიონში არსებული არასახარბიელო ვითარებისა, ზრდას განაგრძობს. ზრდის ტემპი არის, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს ყველა ადამიანის ჯიბეზე აისახება. ამ შედეგის მისაღებად რამდენიმე წლის განმავლობაში თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ვფიქრო, საპენსიო რეფორმას აქვს მნიშვნელოვანი რესურსი, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას შეუწყოს ხელი, მინიმუმ 3%-ით“- აცხადებს შოთა გულბანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner