logo_geo
eng_logo
პრემიერი ოპონენტებს: სამსახიობო ნიჭში, სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან...
- +

31 მაისი. 2019. 14:22

 

„რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო - არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში, სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში საბანკო რეგულაციების შესახებ ოპოზიციის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ყველამ კარგად გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა - პირველი - რომ დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700 და 800 პროცენტიანი სესხები საქართველოში, ის უსამართლო თამაშის წესები, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ. მეორე - ყოფილიყო ჯარიმებზე და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი -7 პროცენტიანი სესხი ლარში. მინდა შეგახსენოთ თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო? 21 პროცენტი, გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები“,- განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner