თბილისში მე-11 ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ ტარდება. ფორუმი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით იმართება.
ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ მოიცავს ურბანული განვითარების თემატიკას და იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში აქტიურად განიხილება.
სესიაზე „საჯარო და კერძო სექტორი ქალაქის კეთილდღეობისთვის“, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის საჯარო და სექტორის თანამშრომლობას მნიშვნელობას მიეძღვნა, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მიმართა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით ადგილობრივ თვითმმართველობებს და ბიზნესს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის საჭირო პროექტების განხორციელებისათვის.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით, პრობლემური საკითხების უმრავლესობა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებში დღეს არსებული ბიუროკრატიით და გაჭიანურებული ბიზნეს გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული. თბილისშიც და სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც გამოწვევად რჩება გაჭიანურებული ბიზნეს გადაწყვეტილებები, პასუხ გაუცემელი წერილები ან ბუნდოვანი პასუხები წერილებზე. ამ გამოწვევებს მოქნილი ბიუროკრატიის დანერგვით და ეფექტური საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვით და განვითარებით ვუპასუხებთ.“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ამავე სესიაზე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ მიმართეს.
ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მონაწილეებს ასევე მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში კატერინა ბიორლინ ჰანსენმა და აზიის განვითარების ბანკის მისიის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.