logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკის“ შესახებ შეკითხვაზე: ეს კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია
- +

31 მაისი. 2019. 16:12

 

„კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია“, ასე უპასუხა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 

მის თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა „თიბისის“ მიმართ რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური.

„ყველა ინსტიტუციური აქციონერი „თიბისიში“, მათ შორის „თიბისის“ მენეჯმენტი თანხმდება და მოხდა ეროვნულ ბანკთან შეთანხმება იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. თქვენ ინსტიტუტებზე საუბრობთ. ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ლეგიტიმური და მათ შორის ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება, ესეც არის ლეგიტიმური. ეს არის პასუხი ინსტიტუციური აქციონერებისა და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რასაც თქვენ ამბობთ.

 

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მოხდა შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის. ეს შეთანხმება გაზიარებულია მისი ყველა ინსტიტუციური ინვესტორის მხრიდან და გაზიარებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის მოცემულობა და ამას ეთანხმებით? თუ ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის ეთანხმებით ამ შეთანხმებას, მაშინ უნდა დაეთანხმოთ ყველაფერს, რაც მოჰყვება ამ ქეისს.

 

პასუხის მოსმენა თუ გაინტერესებთ, გიპასუხებთ. თუ გნებავთ, წერილობით გამოგიგზავნით უფრო დეტალურს. მე გპასუხობთ თქვენ კითხვაზე, რომ თქვენი კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია. რატომ განვმარტე? იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა რაც გამოიყენა, რა ნაბიჯიც გადადგა, მას დაეთანხმა ყველა. ეს იყო ლეგიტიმური ნაბიჯი“,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner