logo_geo
eng_logo
ირინე იმერლიშვილი: ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
- +

30 მაისი. 2016. 18:16


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, პარლამენტს ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის მოცულობის ოცეულით გაზრდის საკითხი წარუდგინოს.



უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის ოცეულით გაზრდის საკითხი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს და ლაპარაკია ოცეულზე", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

 


უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას გაიზიარებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner