„გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს“, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“.
„როგორც მაცნობეს, ბატონი დავით კირკიტაძე გათავისუფლდა, მან აღიარა ბრალი და ბოდიში მოიხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გარეთ რომ გაბრძანდებით - იქნებ დააფიქსიროთ და დაადასტუროთ, უერთდებით თუ არა ამ ბოდიშს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გაიხსნა.
პროკურორის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ ბრალს აღიარებს.
ინანიებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს, მისი თქმით, ის ინანიებს ჩადენილ დანაშაულს: „მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი, მე მათ ბოდიშს ვუხდი. რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კირკიტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად, პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას ორწლიანი პირობითი სასჯელი დაეკისრა.