logo_geo
eng_logo
შსს-ს წარმომადგენლები „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს შეხვდნენ
- +

31 მაისი. 2019. 17:11

 

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა.

 

სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

 

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შესთავაზეს გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და

შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner