„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ უცნობმა პირებმა დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. „რეპორტიორს" პარტიის პრეს-სამსახურმა განუცხადა, რომ პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა. ალექსი პეტრიაშვილს სამი ტყვია აქვს მოხვედილი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. პარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს საქმის გამოძიება", - განაცხადეს პრეს-სამსახურში.
იხილეთ:
ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=999