logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სიღარიბე არის ყველაზე დიდი ტკივილი, ოკუპაციასთან ერთად
- +

31 მაისი. 2019. 17:51

 

„სიღარიბე, ეს არის საერთო გამოწვევა და მტერი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

 

პრემიერის თქმით, კონკრეტული პროექტებია წარმოდგენილი ქვეყანაში სიღარიბის პრობლემის დასაძლევად. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ყველაზე მაღალი სტანდარტის განათლებასა და ჯანდაცვის უფასო სერვისებზე.

 

„სიღარიბე არის ყველაზე დიდი ტკივილი, ოკუპაციასთან ერთად, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს. პირველი, წვდომას ყველაზე მაღალი სტანდარტის განათლებაზე. მეორე, წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე უფასოდ. მესამე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დაამარცხებს სურსათის პრობლემას ყველა ღარიბ ოჯახში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner