logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: კანონი არის უზენაესი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია
- +

31 მაისი. 2019. 17:59

 

„კანონი არის უზენაესი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია. თუ ის კანონს დაარღვევს, ის მკაცრად აგებს პასუხს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომლების დაკავების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება ობიექტურად წარიმართება და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. საქმე ეხება მძიმე დანაშაულს. საუბარია დიდ თანხებზე. მე გპირდებით, რომ გამოძიება წარიმართება გამჭვირვალედ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ანტიკორუფციული საქმიანობა, კორუფციასთან ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner