logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ოპოზიციას: თავად მონაწილეობდით საპენსიო ფონდის წევრების შერჩევაში და ახლა კითხულობთ, ვინ განკარგავს ამ თანხებს?!
- +

31 მაისი. 2019. 18:20

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპონენტების კითხვას, ვინ არიან საპენსიო ფონდის წევრები, რომლებიც მოსახლეობის თანხებს განკარგავენ, იაფფასიან პოპულიზმად აფასებს.

 

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას შეახსენა, რომ ამ ადამიანების შერჩევაში თავად მონაწილეობდნენ.

„თქვენ თითონ მიიღეთ მონაწილეობა ამ ხალხის შერჩევაში და ახლა სვამთ ამ კითხვას? გვარებიც ჩამოგითვალეთ, ვინ იქნებიან ისინი. მოვიწვიეთ ყველაზე გამოცდილი ადამიანები.  ახლა სვამთ ამ კითხვას?! პოლიტიკურ პოპულიზმსაც აქვს თავისი ზღვარი. ეკონომიკური პარამეტრები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ახსენეთ შეკითხვებში. ციფრებს მაინც შეხედეთ და იქიდან მაინც ისაუბრეთ. 2017 წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საუკეთესო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2018 წელი იყო საუკეთესო საერთო ინვესტიციების ნაწილში და კითხვა რაში მდგომარეობს?  რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იცით, რაზეც საუბრობთ და ამიტომ ვუწოდებ ამ ყველაფერს იაფფასიან პოპულიზმს. საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner