„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გვექნებოდა ყველაზე ამბიციური ამოცანა, რომ შევამცირებდით სამთავრობო სტრუქტურების საბიუჯეტო ხარჯებს“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მამუკა ბახტაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დასახული ამბიციური ამოცანა შეასრულა და სამთავრობო ხარჯები შეამცირა. პრემიერ მინისტრის განმარტებით, სამთავრობო სტრუქტურების საბიუჯეტო ხარჯი 18 პროცენტიდან 13,5 პროცენტამდე შემცირდა.
„როდესაც თქვენგან ჩავიბარეთ ბიუჯეტი, იყო თითქმის 18 პროცენტი. წელს, ის 13,5 პროცენტია. რაც შეეხება ციფრს, რომელიც გინდათ, რომ გაიგოთ - დღეს, მათ შორის სსიპების და აიპ-ების ჩათვლით. მათ შორის პოლიციელები, სამხედროები, პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე ადამიანები, ჩვენი მეხანძრეები, მაშველები, ექიმები, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები. შესაბამისად, ამ მაჩვენებლების პირობებში, როდესაც კრიტიკა გვესმის, ეს არ არის ოპონირება, ამ ციფრების შემდეგ, ეს სპეკულაციაა,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.