logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი ოპონენტები ინტერპელაციის რეჟიმით ასეთ სარგებლობას არ გააგრძელებენ
- +

31 მაისი. 2019. 18:23

 

„იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი ოპონენტები ინტერპელაციის რეჟიმით ასეთ სარგებლობას არ გააგრძელებენ, ვინაიდან, ჩვენ რაც გვჭირდება, ყველაზე მეტად არის ის, რომ საპარლამენტო დემოკრატიის იდეა გამყარდეს და გაძლიერდეს და ეს ასეთ ფორმატებში არ უნდა ხდებოდეს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, შინაარსობრივი მსჯელობის ნაცვლად ოპონენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციებს.

„ინტერპელაციის მექანიზმი არის საპარლამენტო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. აღმასრულებელი ხელისუფლება მოდის და საქმიან რეჟიმში პასუხობს კითხვებზე, მათ შორის მწვავე შეკითხვებზე, რომელიც ობიექტურად არსებობს და იარსებებს. ჩვენ დღეს სამწუხაროდ, ვიხილეთ იგივე სურათი, რაც იყო პირველი ინტერპელაციის დროს. მეორე შეკითხვის შემთხვევაშიც კი, როდესაც შინაარსობრივი მსჯელობა უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაშიც კი სამწუხაროდ, ჩვენ იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია მოვისმინეთ. ჩვენ გავეცით პასუხი არსებულ კითხვებს. ამასთან ერთად, წერილობით ფორმატში ჩვენ მივწერეთ პასუხები შეკითხვებზე. სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერპრეტაციები და საზოგადოებამ ეს კარგად დაინახა. მე კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო ჩვენი განწყობა, რომ გვქონდეს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან. მე ვისურვებდი, რომ ის იყოს საქმეზე და შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენი ოპონენტებისგან არათუ პასუხი და იდეა, ორი სამი კითხვის გარდა ყველაზე მძიმე გამოწვევების შესახებ კითხვა ვერ მოვისმინე. იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი ინტერპელაცია უფრო შედეგებზე და საქმეზე ორიენტირებული იქნება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner