„თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზუსტად იმ ვადებში, რომელიც მე საზოგადოებას განვუცხადე საპარლამენტო ტრიბუნიდან, გვექნება ის შედეგი, დააკმაყოფილებს და მოხსნის ყველანაირ კითხვის ნიშანს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.