logo_geo
eng_logo
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში მედეა კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
- +

30 მაისი. 2016. 18:31


 23 მაისს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ცნობილი ქართველი პოეტის მედეა კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. რომელსაც ესწრებოდნენ ქალბატონი მედეას ოჯახის წევრები (შვილი, სიძე და შვილიშვილი), მეგობრები, სასახლის აღსაზრდელები და მოწვეული სტუმრები.



ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების პირველკურსელმა სტუდენტებმაც.



მედეა კახიძის ბიოგრაფიული ფილმის ჩვენების შემდეგ აუდიტორიის წინაშე წარდგნენ: ცნობილი ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატორი და პოეტი  ემზარ კვიტაიშვილი, კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე, ცნობილი დეკლამატორი ელდინო საღარაძე, ქალბატონ  მედეას მეგობარი ნელი გურგენიძე, პოეტები თემურ ჩალაბაშვილი, მზია ხეთაგური და ნინო ქუთათელაძე. თეატრალური კვარტეტის ბიჭებმა კი შეასრულეს რუსუდან სებისკვერაძის ცნობილი სიმღერა „ჩემი მიწის სადღეგრძელო", რომელიც მედეა კახიძის 50 წლის წინ დაწერილ ლექსზეა შექმნილი. ახალგაზრდა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა კი მისი ლექსები და ამ ლექსებზე დაწერილი თემები წაიკითხეს.



აწ განსვენებული პოეტის ოჯახის წევრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს საღამოს ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას.



შეგახსენებთ, რომ უდავოდ გამორჩეული ქართველი პოეტი მედეა კახიძე 2015 წლის 2 მაისს 81 წლის ასაკში, გერმანიაში გარდაიცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner