„ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იცით, რომ ბაღები გახდა უფასო“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი მექანიზმი არსებობს, რომლის მიხედვითაც ფასდება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ეფექტურობა.
„რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ეს არის მოცემული მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი მექანიზმი, როგორ ფასდება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ეფექტურობა. ნორვეგიაც ასე ზომავს, ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და იაპონიაც. თქვენ თვითონ შეხედეთ, რა ეფექტურობა გვაქვს ამ ნაწილში. ეს ის კი არ არის, ვიღაც პოლიტიკურ პარტიასთან მიბმული ექსპერტი რომ ათას სისულელეს იტყვის. მსოფლიო ბანკი ამბობს ამას. ამასთან ერთად, ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იცით, რომ ბაღები გახდა უფასო. გაიზარდა მოთხოვნა და მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი საშუალება გვქონდეს ბიუჯეტში, რომ უფრო მეტი ავაშენოთ და შესაბამისად მეტი მასწავლებელი დავასაქმოთ, რომელიც დღეს რეალურად დეფიციტია",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინა.