logo_geo
eng_logo
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს
- +

1 ივნისი. 2019. 10:41

 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 1 ივნისს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავის აღნიშვნას იწყებს.

 

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს, 10:00 საათზე, მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაში.

 

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი.

 

9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.

 

დღეს, 10:00 საათზე, ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. ამასთან, ის შეუერთდება მსვლელობას, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner