logo_geo
eng_logo
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144 კანდიდატმა გამოთქვა - იუსტიციის უმაღლეს საბჭო სიას აქვეყნებს
- +

1 ივნისი. 2019. 12:45

 

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კანდიდატების განაცხადების მიღება დასრულდა. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა 144 კანდიდატია დასახელებული.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება 11 მაისს დაიწყო. მსურველებს, ელექტრონული განაცხადების გადასაგზავნად ვადა 31 მაისის ჩათვლით ჰქონდათ.

 

საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ცვლილებების განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირველად გამოქვეყნებულ სიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია იხილეთ ლინკზე:

 

http://hcoj.gov.ge/files/1559335385510738.pdf

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner