ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით გამორჩეული - ასე აფასებს მთავრობის ყოფილი მეთაური ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
„ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი "ქართულ ოცნებას" და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს", - წერს ივანიშვილი ღია წერილში.