ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მეთაურს გიორგი კვირიკაშვილს პრინციპულ ლიდერს უწოდებს.
„გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს", - წერს ივანიშვილი ღია წერილში.