logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ შავგულიძემ არჩევნები წააგოს
- +

1 ივნისი. 2019. 21:04

 

 

„სააკაშვილმა თავისი განცხადებით შავგულიძე დესტრუქციულ კონტექსტში მოაქცია“,- ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„შალვა შავგულიძე, მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიას პარტიასთან ალიანსის გამო მთელი საქართველო ლანძღავს და აგინებს, ამომრჩეველთა ნაწილის თვალში ბოლომდე მაინც არ იყო გაიგივებული პირადად სააკაშვილთან და მის რევანშისტურ ზრახვებთან, მაგრამ ახლა სააკაშვილმა თავისი განცხადებით შავგულიძე დესტრუქციულ კონტექსტში მოაქცია და  იმ გეგმების ნაწილი გახადა, რომელიც ქვეყანში დესტაბილიზაციის მოწყობას და პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას გულისხმობს. და როცა შავგულიძეს მხარდაჭერას სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისათვის გასამართლებული მიხეილ სააკაშვილიც უცხადებს, ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ შავგულიძემ არჩევნები წააგოს! მთაწმინდელები სააკაშვილის მხარდაჭერილ და სააკაშვილისადმი მადლობებად დაღვრილ დეპუტატს არ აირჩევენ“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner