logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელი ვიღაცამ გაანაწყენა და ამის გამო დავითგარეჯით გვსჯის
- +

1 ივნისი. 2019. 22:12

 

 

„ცალსახად რთული სათქმელია, სინამდვილეში რა ხდება“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჟურნალ „სარკესთან“ დავითგარეჯში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია სინამდვილეში რა ხდება. ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რა არის ნამდვილი მიზეზი. შეგვიძლია, მხოლოდ ვერსიები დავუშვათ. ერთი ვერსიით, აზერბაიჯანისთვის ალბანური თემაა აქტუალური  იდეოლოგიური თვალსაზრისით. აქედან  გამომდინარე, მათ არაფრით უნდათ დათმობა ქრისტიანული კულტურის ძეგლის, რომელსაც თავად თვლის ალბანური კულტურის მემკვიდრეობად. ამ შემთხვევაში მათ მოუხდებათ იმის ახსნა, თუ რატომ თმობენ ქართველების სასარგებლოდ. მოგეხსენებათ, ყარაბაღში განლაგებულ ქრისტიანულ ძეგლებს აზერბაიჯანი თვლის ალბანური ძეგლების მემკვიდრეობად.

 

რამდენად არის ალბანური კულტურის მემკვიდრეობა, ეს სხვა საკითხია, რადგან ყარაბაღში განლაგებული ზოგიერთი ძეგლი აგებულია შუა საუკუნეებში, როდესაც ალბანური კულტურა უკვე აღარ არსებობდა. ის მე-10 საუკუნეში დამთავრდა. მაგრამ იმისათვის, რომ მსოფლიო პოლიტიკის თვალში იდეოლოგიურად გაამართლოს თავისი პრეტენზიები, ყველა ძეგლს, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო განლაგებული, ის მიაკუთვნებს ალბანურ კულტურას სომხეთში და დანარჩენ ძეგლებზე ვეღარ ამბობს, რომ ის არ არის ალბანური და იძულებულია, ამ პოზიციაზე ჯიუტად იდგეს. მეორე ვერსიით, ის დოკუმენტები, რომლებზეც აზერბაიჯანული და ქართული მხარეები გასული საუკუნის 90-იანი წლების შუაში შეთანხმდნენ, მთლად საქართველოს სასარგებლოდ არ არის. მაშინ ქართული მხრიდან ვიღაცამ შეგნებულად მოაწერა ხელი იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჩვენთვის იყო წამგებიანი. საზღვრის იქით მდებარეობს დავით-გარეჯის ერთი მონაკვეთი, ბერთუბანი და ახლა ჯიუტად არ უნდათ დათმობა. კიდევ ერთი ვერსიით, რაღაცაზეა ნაწყენი აზერბაიჯანის ხელმძღვანელი და ამ წყენის გამო ამით გვსჯის. ეს შეიძლება იყო, მაგალითად, „სოკარის“ შევიწროება. ეს ბანალური ვერსიაა და კიდევ, ერთი ვერსიით, არის მხარე, რომელსაც სჭირდება ამ კონფლიქტის გაღვიძება და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან რომელია მართალი, რთული სათქმელია. შეიძება ჩვენთვის უცნობია“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner