logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: მუდმივად კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ბოკერიას რა უნდა პარლამენტში?!
- +

2 ივნისი. 2019. 02:59

 

 

„მუდმივად კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ბოკერიას რა უნდა პარლამენტში. როდის უნდა გადავინაცვლოთ მოდელირებულიდან რეალურ სამყაროში“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „საერთო გაზეთს“ ესაუბრა.

 

„მე მგონია, რომ ის არ ხდება, რაც უნდა ხდებოდეს. სწორი ნაბიჯების გადასადგმელად ფიქრია საჭირო. ამიტომ, კვლავ და კვლავ ვემხრობი იმას, რომ შეფასება გაკეთდეს. „ნაცმოძრაობის“ შეფასება რომ მომხდარიყო დღეს ბოკერია აქტიური პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნებოდა. პიროვნულად ბოკერიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა კრიტიკულად ფასდება, ეს უფრო გაბედულად, ომახიანად უნდა ითქვას.

 

პოლიტიკურ მოღვაწეობაში კრიტიკულად ფასდება არა სისტემა, არამედ პიროვნებები. თუ ასეთ დამოკიდებულებას შევინარჩუნებთ, სისტემის მიმართ ტოლერანტულნი ვიქნებით და მხოლოდ პიროვნებებზე გავაკეთებთ აქცენტს, სისტემა ამ პიროვნებებს წარმოშობს, რომელთაც სხვა სახელი და გვარი ექნებათ, მაგრამ იგივე სულისკვეთება. „ბოკერია“ თუ იარსებებს, მერე, პოლიტიკაში  ადვილად გაჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ შეიძლება შევიდეს საკანში და მასზე იძალადოს ვისაც მტრად ჩათვლის“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner