logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი
- +

30 მაისი. 2016. 19:08


„ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მას არავითარი სხვა მოტივი არ ამოძრავებს.



„არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში  უყრიდნენ  და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება", - წერს ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner