logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რუსეთში პოლიტიკურ წყობას მნიშვნელობა არ აქვს და მისთვის არსებობს მხოლოდ „მამა ღმერთი“ პრეზიდენტ პუტინის სახით
- +

2 ივნისი. 2019. 00:44

 

 

„ის, ვინც დაინტერესებულია, ხმა მიაწვდინოს დანარჩენ სამყაროს, აუცილებლად შეეცდება, რომ სხვა სისტემა შექმნას“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რუსეთში პოლიტიკურ წყობას მნიშვნელობა არ აქვს და მისთვის არსებობს მხოლოდ „მამა ღმერთი“ პრეზიდენტ პუტინის სახით, არ გაუჩნდება სურვილი, როგორმე გააღწიონ სხვა სოციალურ ქსელებში. ის, ვინც დაინტერესებულია, ხმა მიაწვდინოს დანარჩენ სამყაროს, აუცილებლად შეეცდება, რომ სხვა სისტემა შექმნას. ჯერჯერობით რუსეთის  სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არავინ იდევნება იმის გამო, რომ იმ სოციალურ ქსელებშიც იყო ჩართული, რომლებიც რუსული არ არის. იქ დღეს მოქმედებს შეზღუდვები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უწესებს ადამიანებს, მათ, ვინც გარკვეული ტიპის პოსტებს აქვეყნებენ მთავრობის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შესახებ და სხვა. ამის გამო ბევრი სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. მაგრამ სხვა სოციალურ ქსელში შესვლა, რომ იქ წაიკითხო, თუ რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში, ჯერჯერობით არ არის აკრძალული.

 

რაც შეეხება უცხოეთიდან შეღწევას რუსულ ინტერნეტსივრცეში: არც იქ მოიკლავენ მაინცდამაინც თავს, რატომ არ ვართ რუსეთის სოციალურ ქსელშიო, მაგრამ, ვინც აპირებს, ამუშაოს რბილი ძალის პრინციპი რუსეთის წინააღმდეგ, ის აუცილებლად მოახერხებს ხვრელის მონახვას“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner