logo_geo
eng_logo
აჭარაში დაკავებული მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
- +

2 ივნისი. 2019. 02:05

 

 

8 საათიანი განხილვის შემდეგ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ბათუმის ყოფილი მერი და კიდევ 6 მაღალჩინოსანი მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობაში დატოვა.

 

მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების მაქსიმალური ზომა პროკურატურის შუამდგომლობით გამოიტენა. გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში დაკავებულების ახლობლების ხმაური მოჰყვა.

 

ოჯახის წევრებმა დაკავებულთა უდანაშაულობაზე ისაუბრეს. დაცვის მახრის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ისინი ბრალდებულების მიმართ,- გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.

 

ბრალდების მხარის განაცხადებით დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა, რის გამოც მოსამართლემ, სწორედ მათი პოზიცია გაიზიარა.

 

2015 წელს „იაფი სახლის“ საქმესთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ორი დღის წინ დააკავეს. მათ გამოძიება ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვასა და მითვისებას, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3 მათგანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს ჩაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner