logo_geo
eng_logo
შსს-მ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
- +

2 ივნისი. 2019. 10:45

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ. კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგის“ და „ტოზის“ მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner