logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: იქნებ, შავგულიძეს ეყოს კაცობა და გარდაცვლილ ირინა ენუქიძეს მაინც მოუბოდიშოს
- +

2 ივნისი. 2019. 12:49

 

„სისხლიანი რეჟიმის მმართველის გვერდით დგომა ყველაზე არაკაცური და სამარცხვინო საქციელია“, - ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საუბრობს.

 

„შალვა შავგულიძის მიერ აღებული ხმები - ეს არის ნაციონალებთან გარიგების შედეგად მოპოვებული ამომრჩეველი, ანუ სააკაშვილის უპირობო მხარდამჭერთა ხმები და არა ევრონაცების რეიტინგის მაჩვენებელი. და, საერთოდ, „შავგულიძის ვარიანტი“ ეს არის პოლიტიკური პროსტიტუციის უბადლო მაგალითი! სისხლიანი რეჟიმის მმართველის გვერდით დგომა ყველაზე არაკაცური და სამარცხვინო საქციელია! ასეთი რა გაუჭირდა ამ კაცს, რომ ადამიანურ ფაქტორებზე უარი თქვა?! შავგულიძემ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა რომ გადაუხადა, იქნებ, ეყოს კაცობა და გარდაცვლილ ირინა ენუქიძეს მაინც მოუბოდიშოს. და საერთოდ, დღევანდელი შუალედური არჩევნების შედეგებით „ოცნებას“ ძალიან დიდი შანსი აქვს, უმრავლესობით მესამეჯერ მოვიდეს ხელისუფლებაში“, - აღნიშნავს ხათუნა ხოფერია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner