logo_geo
eng_logo
ეკა მიშველაძე: სტაბილურია. ოპერაციაზე შეიყვანეს. ყველას მადლობა!
- +

26 თებერვალი. 2016. 14:39



„სტაბილურია. ოპერაციაზე შეიყვანეს. ყველას მადლობა. უამრავი ადამიანი მირეკავს, ყველას მადლობა! როგორც ექიმები ამბობენ სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აქვს. ერთი რამ ვიცი, ვინც ეს გააკეთა, ციხეში უნდა იყოს! და იმედია ასეც იქნება!", - ამ კომენტარს აკეთებს სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე ქმრის დაჭრის ფაქტზე.


„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ლევან მიქელაძის საფლავზე რამდენიმე წუთის წინ დაჭრეს.


დაჭრასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

„დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

 

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

 

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

 

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner