logo_geo
eng_logo
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს
- +

2 ივნისი. 2019. 16:01

 

 

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ანდრეა ნალესი თანამდებობას ტოვებს. ანდრეა ნალესმა გადაწყვეტილება ევროპარლამენტის არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ მიიღო, სადაც სოციალ-დემოკრატებმა ანტირეკორდი დაამყარეს. მათ ამომრჩეველთა ხმების მოპოვება ვერ შეძლეს და მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდნენ.

 

სოციალ-დემოკრატიული პარტია გერმანიის მმართველ კოალიციაში შედის, ამიტომ გერმანული მედია წერს, რომ ნალესის გადადგომამ, შესაძლოა გერმანიაში სამთავრობო კრიზისი წარმოქმნას.

 

ანდრეა ნალესი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ 2018 წლის აპრილში აირჩიეს. მისი შემცვლელის ვინაობა მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner