ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღია წერილი გამოაქვეყნა. მთავრობის ყოფილი მეთაური წერილში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას ვრცლად გადმოსცემს. ამას გარდა, ივანიშვილი დამატებით შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მზაობას გამოთქვამს:
„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ხუთშაბათს, 2 ივნისს, დამატებით კითხვებს ვუპასუხებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "ინტერვიუში", - წერს ივანიშვილი წერილში.