logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლომ დ.ს.-ის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო
- +

3 ივნისი. 2019. 13:18

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დ.ს.-ს მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

 

რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დ.ს.-ს მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ.დ.-ს მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

 

2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დ.ს.-სა და ლ.დ.-ის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრუწლოვანი - გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ.ჯ. ცნობილ იქნა დ.ს.-ის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გ.ბ. - ლ.დ.-ის განზრახ მკვლელობაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს დ.ს.-ის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. გ.ჯ.-ს ადვოკატები მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ, კერძოდ კი, გ.ჯ.-ს დ.ს.-ის სხეულის განზრახ დაზიანებაში დამნაშავედ ცნობას, გ.ბ.-ს შემთხვევაში კი, მის სრულად გამართლებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner