„სააკაშვილი არის კლასიკური მაგალითი უსამშობლო, უპატრონო კაცისა", - ამის შესახებ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ოდესის გუბერნატორის იმ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, სადაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და არჩევნებში გამარჯვებაზე საუბრობს.
„უკრაინიდან გამოაგდებენ და ასე წანწალში ამოხდება სული. სააკაშვილი არის სახალხო დეგენერატი. ჩვენმა ხელისუფლებამ პატიოსნად უთხრა უკრაინულ ხელისუფლებას, ვინ არის ეს კაცი, რა დანაშული აქვს ჩადენილი, უკრაინის ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა, ახლა დავჯდები და სიამოვნებით ვუყურებ სეირს", - განაცხადა პაპუაშვილმა.