logo_geo
eng_logo
თბილისის სააპელაციო სასამართლო ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- +

3 ივნისი. 2019. 16:18

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეცვალა.

 

„2019 წლის 03 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა სააპელაციო საჩივრების განხილვა ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე.

 

სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განაჩენში და დაადგინა:

 

სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის განაჩენი იმ ნაწილში, რომ გ.ჯ.-მ ჩაიდინა დ.ს-ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ. ს-ის განზრახ მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს და ასევე სხვა დაუდგენელი პირის მიერ.

 

შესაბამისად სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ის მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ-ს მიერ, თუმცა არა გ. ბ-სთან ერთად.  რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ-ს და გ.ბ.-ს დაუმძიმა სასჯელები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად თითოეულს სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით“, - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner