ვაშინგტონში, თეთრ სახლში განგაშია გამოცხადებული.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" იუწყება. განგაშის მიზეზი ამ დროისთვის არ სახელდება. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება ჯერ ვერ მოახერხა. თუმცა, სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტებს შენობის დატოვებას უკრძალავენ. გარეთ კი საავარიო-სამაშველო სამსახურების ავტომანქანების ციმციმები ანათებს.