„მე შემიძლია ყველაზე დაბალი საფეხურის დონეზე ვაკეთო საქმეები, მაგალითად როდესაც ე.წ საგადასახადო ინსპექტორები ცდილობდნენ ოდესაში ზეგავლენა მოეხდინათ თხილის მწარმოებლებზე, მე ჩავედი იქ და ეს ინსპექტორები გავაბუნძულე იქედან, იგივე გავაკეთე, როდესაც მეღვინეებს ჰქონდათ პრობლემა, მე რომ არ ვყოფილიყავი ვერავინ ვერაფერს ვერ იმოქმედებდა"- ოდესისი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი შვედურ გამოცემას Dagens Nyheter-ს ვრცელ ინტერვიუს აძლევს და თავის დამსახურებებზე საუბრობს.
ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა თავისი გუნდის წევრების დამსახურებების შესახებ, კონკრეტულად კი ისაუბრა ეკა ზღულაძეზე. მისი თქმით ეს ინციდენტი საერთოდ შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა პოლიციის ახალი ხელმძღვანელი სქართველოდან.
მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად მყოფმა ჟურნალისტებმა მას კაბინეტში ჩამოკიდებული გველეშაპთან მებრძოლ წმინდა გიორგის გამოსახულების შესახებ ჰკითხეს.
- კაბინეტში გველეშპთან მებრძოლი წმ. გიორგის გამოსახულება გაქვთ, ამას რაიმე დარტვირთვა აქვს?
- დიახ მაგრამ ეს გახარებული წმინდა გიორგია, გველიც არაა ძალიან დიდი, უფრო პატარა გველუკას გავს.
- წმინდა გიორგი, ეს თქვენ ხართ?
- ჰა ჰა, კიდევ კარგი არ მკითხეთ, რომ გველი ხომ არ ხართ თქვენო. რა თქმა უნდა, აქ საუბარი მიდის სიკეთის და ბოროტების ჭიდილზე, მაგრამ მე არ ვთვლი თავს წმინდა გიორგით, მე არც წმინდანი ვარ და არც გიორგი მქვია სახელად. არსი იმაშია, რომ უნდა იბრძოლო ყველაფრის მიუხედავად, აი ეს კი უკვე ჩემზეა ნათქვამი",-უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა შვედ ჟურნალიტებს.