logo_geo
eng_logo
სიღნაღში დაბადების დღეზე მყოფ მეგობრებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა
- +

4 ივნისი. 2019. 11:14

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარია. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ბოდბისხევში მოხდა.

 

მოკლული ბექა ჭაბაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მეგობრები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჭაბაშვილს სასიკვდილო დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის წნორის კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაპირისპირების დროს მოკლულიც და მისი მეგობარიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

 

საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner