logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ჩვენ დავით აღმაშენებელი გვეგონე მიშა, ჩვენ გვიკეთებ ამას?
- +

30 მაისი. 2016. 23:01


„ჩვენ დავით აღმაშენებელი გვეგონე მიშა ჩვენ გვიკეთებ ამას?"- ასე ეხმაურება „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შვედურ გამოცემა Dagens Nyheter-სთან, სადაც მან აღნიშნა, რომ თავი წმინდა გიორგი არ ჰგონია, თუმცა მისი ცხოვრება ბოროტებასთან ბრძილაა.




- კაბინეტში გველეშპთან მებრძოლი წმ. გიორგის გამოსახულება გაქვთ, ამას რაიმე დარტვირთვა აქვს?

 

- დიახ მაგრამ ეს გახარებული წმინდა გიორგია, გველიც არაა ძალიან დიდი, უფრო პატარა გველუკას გავს.


- წმინდა გიორგი, ეს თქვენ ხართ?


- ჰა ჰა, კიდევ კარგი არ მკითხეთ, რომ გველი ხომ არ ხართ თქვენო. რა თქმა უნდა, აქ საუბარი მიდის სიკეთის და ბოროტების ჭიდილზე, მაგრამ მე არ ვთვლი თავს წმინდა გიორგით, მე არც წმინდანი ვარ და არც გიორგი მქვია სახელად. არსი იმაშია, რომ უნდა იბრძოლო ყველაფრის მიუხედავად, აი ეს კი უკვე ჩემზეა ნათქვამი",-უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა შვედ ჟურნალიტებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner