logo_geo
eng_logo
სარფში, ყაზბეგში, ვალესა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

4 ივნისი. 2019. 11:54

 

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ვალე“, „ყაზბეგი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის  მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 21400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner