logo_geo
eng_logo
ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

4 ივნისი. 2019. 11:55

 

31 მაისს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ს.ი-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ავტომობილის პლასტმასის საკუთვნო, ეგრეთ წოდებული ავტომობილის საწვიმრები, „ვეტრავიკი“ (576 ცალი) აღმოაჩინეს.

 

 არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა.

 

კანონდამრღვევი მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლის  მიზანი, საქართველოში ავტომობილის დატვირთვა და რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა საქონლის გატანა იყო.

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 600 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner