თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სასაჩუქრე კატალოგის პრეზენტაცია - „თბილისური საჩუქარი" გაიმართა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული „კულტურული მეწარმეობის ფესტივალი 2015"-ის ფარგლებში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ გამოიცა.
პრეზენტაციას ტრადიციული რეწვის ოსტატებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურა წერეთელი, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს,სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში", დამსაქმებელთა ასოციაციისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თამარ ტალიაშვილმა კატალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისური საჩუქარი" არის კულტურული მეწარმეობის ფინალური ეტაპი.
მისივე ინფორმაციით, კატალოგი ორენოვანია და მასში 32 ცნობილი ოსტატის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი.
პრეზენტაციაზე კატალოგში შესულ ავტორებს კატალოგის ეგზემპლარები გადაეცათ, რომლისსაერთო ტირაჟი, ძირითადად, უცხოელი სტუმრებისთვის სასაჩუქრედაა განკუთვნილი.