გია მაისაშვილი მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ მაისაშვილმა სიმსივნესთან საბრძოლველად 40 დღიანი შიმშილობა დაიწყო, რომელიც, როგორც წერილიდან ირკვევა, დასრულებულია...
„სიხარულით თვალები ცრემლით მევსება როდესაც თქვენს სიყვარული თსავსე კომენტებს ვკითხულობ, მაპატიეთ პასუხის გაცემა არ შემიძლია.
საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ 85 კილოდან 65 კილოზე ჩამოვედი. 31 დღე სრული შიმშილობისა მხოლოდ წყალი, რომლის დანახვაც კი აღარ მინდა, დასრულებულია.
აი, ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი და ეკალა ნიგვზიანი ძმრით.
გონება 24 საათი როგორც იდეების უწყვეტი გენერატორი ისე მუ შაობს. არ მეგონა თუ ადამიანს ამდენი შეეძლო, ამიტომ ჩემიანების წახალისებით ამ დილას გადავწყვიტე 40 დღიან სააკრალურ ნიშნულზე გასვლა, ახლა იწყება მთავარი სულიერი ტრანსფორმირება და ეს დრამატული პროცესი უნდამივიყვანო 9 ივნისამდე. 40 დღე, ერთი თვე და ათი დღე სრული შიმშილობისა. საათებს ვითვლიდი, ახლა კი მშვიდად ვარ ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად.
ერთად ერთი ფიზიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება, საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა, გულის რევის განცდაა მუდამ და გაბუწყვეტელი თავის ტკივილი. მაგრამ როდესაც ასეულ ათასი მლოცველი გყავს და გამარჯვების რწმენით სავსე ხარ იცი რომ 9 ივნისამდეც მიხვალ და გპირდებით პირველს, რასაც გავაკეთებ, ამ 40 დღიანი დრამატული ეპოპეის წიგნად აღწერილს შემოგთავაზებთ.
თქვენი სიყვარული ფრთებს მასხავს და მაგულიანებს. მეტი წერა აღარ შემიძლია. დროებით."- წერს მაისაშვილი.