logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემა „S-400“ შეთანხმებაზე უარს არ იტყვის
- +

4 ივნისი. 2019. 13:29

 

„თურქეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემა „S-400“ შეთანხმებაზე უარს არ იტყვის“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ერდოღანის თქმით, აშშ-ის მხრიდან „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე შეთავაზება არ იყო ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორიც რუსეთის შემთხვევაში.

 

„გარკვეული ნაბიჯი ჩვენ გადავდგით, არის შეთანხმება და ჩვენ მისი ერთგული ვართ. საუბარი არ არის იმაზე, რომ ნაბიჯი უკან გადავდგათ“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივ მოგებაზე დაფუძნებული მიდგომა ყველა ქვეყნის ინტერესშია და წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი არ არის ვალდებული, რამე იყიდოს.

 

„S-400“ რუსული თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების განადგურება შეუძლია. სისტემა 27 კილომეტრის სიმაღლეზე მოქმედებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner