logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ეს არის საცირკო არენა! რომლის მთავარ როლშია კრიმინალი ფირცხალავა!
- +

30 მაისი. 2016. 23:25


წინა ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვისას მოსამართლემ სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.


ამის შესახებ მეტრეველი ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან საუბრობს:


 

„მინდა ვთქვა პირველ რიგში ის, რომ ეს სასამართლო პროცესები აღარ არის სასამართლო პროცესი, ეს არის საცირკო არენა! რომლის მთავარ როლშია დამნაშავე, კრიმინალი ფირცხალავა, რომელსაც მიჰყავს მთელი სასამართლო პროცესი, მოსამართლე არის ჩუმად.

მთელ სასამართლო პროცესს მართავს ეს თავხედი ფირცხალავა. მოწმეს აყენებენ შეურაცხყოფას, ერთი და იგივე კითხვებს უსვამდნენ, არ აცდიან აზრის გამოთქმას, პროკურორებს შეურაცხყოფას აყენებენ. ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე.

 

დღეს სასტიკად გაღიზიანდნენ, იმიტომ, რომ ეს იყო მთავარი მოწმე. გამომძიებელი ნიქაბაძე, რომელიც იძიებდა ამ საქმეს. დიდუბე- ჩუღურეთის გამომძიებელია, რომელიც შეესწრო ყველაფერს, მივიდა ადგილზე და ნახა თუ როგორ ეწყო იქ იარაღები. პირდაპირ დაადანაშაულა დონაძე, რომელიც მართავდა სიტუაციას და ეუბნებოდა სად რა დაედოთ და შემდეგ გადაეღოთ. ამ მოწმის გამოსვლის შემდეგ უკვე კონტროლი დაკარგეს და გაღიზიანდნენ.

 

ასევე გაუსაძლისია ამ სასამართლოს ყურება. ჩემი ნერვებიც ვეღარ უძლებს ვერაფერს!"- განაცხადა მეტრეველმა.  


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner