logo_geo
eng_logo
ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ
- +

4 ივნისი. 2019. 15:54

 

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

 

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.

 

ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner