logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ადამიანი, რომლის ფასი ჩვენ კიდევ კარგად არ ვიცით...
- +

30 მაისი. 2016. 23:38


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვვეყნებულ წერილს აფასებს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი საქართველოს მიმართ შეუფასებელია, რომლის გაანალიზებასაც დრო სჭირდება.

 

 

„ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჯერ შეიძლება ჩვენ კიდევ კარგად არ ვიცით. არც მკრეხელობაში ჩამითვალოთ, არც გაზვიადებაში, არც გადაჭარბებაში, მაგრამ თავის დროზე ალბათ, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა და მიმართვებს აკეთებდა საზოგადოების წინაშე, მის სიტყვას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი.

 

დღეს XXI- ე საუკუნეა, სხვა საჭიროებებია, მე პირდაპირ არ გავაიგივებ ბიძინა ივანიშვილს ილია ჭავჭავაძესთან, რადგან თვითონ არ უყვარს ასეთი რაღაცეები, მარგამ ჩვენ თუ დავაკვირდებით, გავა დრო, ჩვენ კიდევ არ ვიცით ამ ადამიანის ფასი თავისი შრომით, თავისი ენერგიით, თავისი მეცენატობით, რომელიც შეუფასებელია.

 

ასე გადაედოს ადამიანს ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის, მე ნამდვილად არ ვიცი მაგალითი.

 

ჩვენ კიდევ დაგვჭირდება დრო, რომ ბიძინა ივანშვილის ფაქტორი სწორად შევაფასოთ!"- განაცხადა მანანა კობახიძემ ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში" საუბრისას. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner